Bald wurde die Stadt Nekressi ein wichtiger Ort nicht nur im
georgischen Iberien sondern in ganz Ost
kaukasien. Von diesem strategischen Punkt konnten die
iberischen Könige die Gebiete des ostkaukasischen Hochlands leicht regieren, deshalb konnten diese Gebiete kulturell und politisch unter dem starken Einfluss Georgiens geraten. Nekressi war ein Zentrum der Ausbildung. Einige Mönche, die sich im Nekressi-Kloster betätigten, waren gleichzeitig die Hagiografen.
Der Klosterkomplex Nekressi besteht aus mehreren Kirchen und anderen klösterlichen Gebäuden. Das älteste Gebäude des Klosters, die kleine
Basilika aus dem 4. Jahrhundert, ist gleichzeitig eine der ältesten noch heute vorhandenen Kirchen in
Georgien. Im Kloster gibt es noch eine große Basilika aus dem 7. Jahrhundert, die ein Beispiel für eine sogenannte „
Dreikirchenbasilika“, ein eigenständiger georgischer Kirchenbautyp ist. Im 8. Jahrhundert wurde in Nekressi eine neue Kirche mit der Kuppel errichtet. Im Komplex steht auch ein zweistöckiger Palast für den Bischof von Nekressi. Der Palast stammt aus dem 8.-9. Jahrhundert. Im 16. Jahrhundert wurde im Kloster ein Turm errichtet.
Nekresi (Georgian: ნეკრესი), historic town in Kakheti, Georgia, in modern day Kvareli Municipality, near the village Shilda. The town was established by king Pharnajom (around 2nd-1st centuries BC). In 4th century AD, king Thrdat built a church in this place. This church became a refuge to one of the Assyrian fathers, Abibus, in the late 6th century. Around this time Nekresi Episcopalitywas established, which existed until 19th century.
ნეკრესი – ისტორიული ქალაქი კახეთში, ახლანდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფ. შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე. დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი - აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). ნეკრისს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესში გაჩაღებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ნეკრესელი მღვდელმთავრები (დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ზაქარია მიქაძე, XVIII ს., პოეტ-დიაკონი მოსე, XIX ს. და სხვა) იღვწოდნენ სამწერლო ასპარეზზეც.
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. დიდისამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის სამკუთხეველი სამნაწილინია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდის შესასვლელებია. VIII-IX საუკუნების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. გ. ჩუბინაშვილი, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მსგავსად, სამეკლესიიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს ერთი შვერილი - გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს. ეკლესიას 3 მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთით და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.
If you like this please Link Back to this article...